Saturday, January 10, 2009

წავიდეთ მთაში
თითებზე დაიხვევს ოთხივე სეზონს..
მერე ფოთლებით გატენილ ტომრებსმთელს ჩემს ქალაქს თავზე დააყრის
ღმერთი.
ხმაში დაიტყობს დედა სიცივეს და ბავშვობიდან ამოაწყობს შავ-თეთრ ფოტოებს,
ჩემი თვალების ვერშეცვლასთან რომ ისაუბროს.
ჩემს ცივ ქუჩაზე გაწვა ღამის ეპილეფსია,მ
თვრალი კაცი სანაგვე ყუთს უფათურებს სულში ჭუჭყიან ხელებს.
მიეშველეთ, ღამე ფართხალებს, დაუჭირეთ ენა როგორმე,
არ ჩაყლაპოს ჩვენი ყველა გათენება, ყველა გოლგოთა და ყველა ლექსი
ვიოლინოზე აფარფატდნენ შენი ფრაზები, აუყვნენ სულის გამათბობელ,
მსუბუქ ნოტებს და დამეფინენ საფეთქლებზე, როგორც ფიფქები.
ბუხრის ცეცხლივით შემოიპარე სხეულში და გაჯეჯილდი,
გაყვავდი,დაიკვირტე, დაგეპენტა გრძნობები ყვავილებად, გამითბი სულთან.
გარეთ შემომდგარ შემოდგომას არას დაუდევ, მაშინ როდესაც ბაღებში დგანან მზეჩამდგარი კარალიოკები - თავჩაღუნული, ზამთართან ბრძოლაწაგებულისარდლები,
თავებს მიკრავენ მე - ამ თავხედი დეკემბრის პაიკს,
ამიგაზაფხულდი გულის სარკმელთან სეზონთა ასეთ წამლეკავ ომში.
და სანამ ღმერთი ცის ფანჯრიდან თეთრთოვლიან ტომრებს დაგვაყრის,
ორი ერთად აფეთქებული გაზაფხული ანუ მე და შენ,წავიდეთ მთაში..იქ დავუხვდეთ გამტეხავ ზამთარს,
თანაც ღმერთი მთაში ახლოა.
მოლურჯო სკამი.სკვერი.

მოლურჯო სკამი. უფრო მეტად მოძველო კიბე,
სკვერი, ბავშვები, ქალაქი და დავიწყე წერა.
ძირს ვერ მოვთავსდი და ათასი წამი გავწირე
რომ რასაც ვწერდი ან დავწერდი, რომ დამეწერა.
მილიონ კაცში გაირჩევა ვინმე სუფთა და...
თან ისე გმარხავს ზოგიერთი, როგორც უკვე მკვდარს.
ახლა ღალატი, სიბოროტე ისე მუქთაა,
რომ სადაცაა ამ ქვეყნიდან წასვლას ვუკვეთავ.
დამიზამთრდა და დისბალანსად მექცა სუნთქვა და
რა უნდა შეძლო, პოეზიას ბევრი ვერ უვლის.
ქარიც ისე დგას თვალებს უკან და მეც უმართავ
მუსტანგს ვხედნი, ვგავარ ბედუინს.
თვალწინ დამიდის თეთრი ცხენის ფლოქვის თქარუნი,
გამიელვა და დამელექა თეთრ შროშანებად
ემოციების აწყვეტილმა, ქვიშის მარულამ
და მერე მწუხრში მუქ წვიმათა გარდაცვალებამ.
გავცდი ამ სკვერს და გავცდი კიდევ ვინ იცი რას არ,
ყვითელ ნაპირებს, სამყაროებს ასჯერ დამხობილს,
კარგი ცხენივით გამოარჩევს უფალი მართალს..
მე კი, რომელიც ავირჩიე, იმ გზას გავყვები.
წერტილებად განთავსდნენ ფიქრები სივრცეზე.
გარეთ ბურიაყი ჰაერში აშეშებს დეკემბერს და ხდის და აცმევს ტროტუარებს
ქარი ბებერ ფოთლებს მომტირალებს.
მონოტონურად, უსინდისოთ ყვება ძაღლი ხესთან ზამთარს.ნინო თოვს..ნინო თოვს..
ის ფანჯრიდან მხედავს ლურჯს და სუფთას, ვეჩვენები?
თოლიებმა ურწმუნო მოხუც - მტკვართან
დადგეს მოლოდინის პიესები,
თამაშობენ ფრენის თემას...
ნინო განაგრძობს თოვას...
შენი სისხლით მინდა გავთბე.
მე არ გხედავ, მე გგრძნობ და თვე,
მიცვლის მისვლის მისამართებს..
ვიკამათებთ მე და ქარი..და ზამთარი..
არ გამომრთო შენი სულის ჩამრთველიდან..
.წერტილებად განმითავსდნენ ჩემი მელანქოლიები.
გასიპული მაჯებიდან, ცივი ხელისგულებიდან
ამიფრინდნენ თოლიები...

ჯონათან! დაბრუნდი და მასწავლე...
ვერნათქვამი
ზამთარმა გარეთ გაგდებულ ფიქრებს,შეშლილი ქარით თოშვა აჩვენა.ძლივს ანთებული შუქი ჩამიქრეს,ძლივს ატანილი ჯვარი დაჩეხეს...და ასმეორედ მიშვერილ ლოყასუკვე ასობით სილა აეწვა.ათივე თითზე ცოდვა გავლოკე,ხელთათმანივით შენ რომ ჩამეცვი,ან დამეხურე კარივით მაგრად,ანდა გამეძრო ყურება შენი,ვფორიაქობ და ვეღარ დავლაგდი..ყველა ქუჩაზე სახლი ვაშენე..არადა ტაძრის მინდოდა გება,არადა მუხის მინდოდა დარგვა.რაც სულ თან მქონდა სხვაგან ვეძებედა რაც ვიპოვნე, იქვე დავკარგე.გავყვირი ჩემი ლექსებით ამბოხს,ანარქიაზე ვწერდი და დავწერ.იუდასავით დამატყობს ამბორსცხოვრება ქალურ უფერულ ღაწვზედა ახლა უფრო მკვდრებივით წვანანფიქრები და მეც ლოცვებში ვფეთქავ.უფალო, ჩემი ლექსები მგვანან,მათში ვთქვი ის, რაც მღვდელთანაც ვერ ვთქვი.ზამთარმა გარეთ გაგდებულ ფიქრებსათასი როზგი აგემა ზურგზე..სიტყვით ალესილ ქარქაშებს ვიქნევცისა და მიწის ქაოტურ ზღურბლზე..