Saturday, January 10, 2009

წავიდეთ მთაში
თითებზე დაიხვევს ოთხივე სეზონს..
მერე ფოთლებით გატენილ ტომრებსმთელს ჩემს ქალაქს თავზე დააყრის
ღმერთი.
ხმაში დაიტყობს დედა სიცივეს და ბავშვობიდან ამოაწყობს შავ-თეთრ ფოტოებს,
ჩემი თვალების ვერშეცვლასთან რომ ისაუბროს.
ჩემს ცივ ქუჩაზე გაწვა ღამის ეპილეფსია,მ
თვრალი კაცი სანაგვე ყუთს უფათურებს სულში ჭუჭყიან ხელებს.
მიეშველეთ, ღამე ფართხალებს, დაუჭირეთ ენა როგორმე,
არ ჩაყლაპოს ჩვენი ყველა გათენება, ყველა გოლგოთა და ყველა ლექსი
ვიოლინოზე აფარფატდნენ შენი ფრაზები, აუყვნენ სულის გამათბობელ,
მსუბუქ ნოტებს და დამეფინენ საფეთქლებზე, როგორც ფიფქები.
ბუხრის ცეცხლივით შემოიპარე სხეულში და გაჯეჯილდი,
გაყვავდი,დაიკვირტე, დაგეპენტა გრძნობები ყვავილებად, გამითბი სულთან.
გარეთ შემომდგარ შემოდგომას არას დაუდევ, მაშინ როდესაც ბაღებში დგანან მზეჩამდგარი კარალიოკები - თავჩაღუნული, ზამთართან ბრძოლაწაგებულისარდლები,
თავებს მიკრავენ მე - ამ თავხედი დეკემბრის პაიკს,
ამიგაზაფხულდი გულის სარკმელთან სეზონთა ასეთ წამლეკავ ომში.
და სანამ ღმერთი ცის ფანჯრიდან თეთრთოვლიან ტომრებს დაგვაყრის,
ორი ერთად აფეთქებული გაზაფხული ანუ მე და შენ,წავიდეთ მთაში..იქ დავუხვდეთ გამტეხავ ზამთარს,
თანაც ღმერთი მთაში ახლოა.

No comments:

Post a Comment