Saturday, January 10, 2009

მოლურჯო სკამი.სკვერი.

მოლურჯო სკამი. უფრო მეტად მოძველო კიბე,
სკვერი, ბავშვები, ქალაქი და დავიწყე წერა.
ძირს ვერ მოვთავსდი და ათასი წამი გავწირე
რომ რასაც ვწერდი ან დავწერდი, რომ დამეწერა.
მილიონ კაცში გაირჩევა ვინმე სუფთა და...
თან ისე გმარხავს ზოგიერთი, როგორც უკვე მკვდარს.
ახლა ღალატი, სიბოროტე ისე მუქთაა,
რომ სადაცაა ამ ქვეყნიდან წასვლას ვუკვეთავ.
დამიზამთრდა და დისბალანსად მექცა სუნთქვა და
რა უნდა შეძლო, პოეზიას ბევრი ვერ უვლის.
ქარიც ისე დგას თვალებს უკან და მეც უმართავ
მუსტანგს ვხედნი, ვგავარ ბედუინს.
თვალწინ დამიდის თეთრი ცხენის ფლოქვის თქარუნი,
გამიელვა და დამელექა თეთრ შროშანებად
ემოციების აწყვეტილმა, ქვიშის მარულამ
და მერე მწუხრში მუქ წვიმათა გარდაცვალებამ.
გავცდი ამ სკვერს და გავცდი კიდევ ვინ იცი რას არ,
ყვითელ ნაპირებს, სამყაროებს ასჯერ დამხობილს,
კარგი ცხენივით გამოარჩევს უფალი მართალს..
მე კი, რომელიც ავირჩიე, იმ გზას გავყვები.

No comments:

Post a Comment